Quantcast
Viewing all 3971 articles
Browse latest View live

დოგმენი / Dogman ქართულად

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, სადაც მოვლენები გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს იტალიაში ვითარდება და გრუმერის მიერ რომის გარეუბანში ჩადენილი ხმამაღალი მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ომის შემდგომ იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული გახდება.

წვრილფეხა / Smallfoot ქართულად

ახალგაზრდა თოვლის კაცი ისეთ რამეს აღმოაჩენს, რაც აქამდე ეგონა რომ არ არსებობდა - ეს ადამიანა. სიახლე "წვრილფეხას" არსებობის შესახებ სწრაფად გავრცელდება თოვლისკაცების საზოგადოებაში, რაც მათ დიდ საფიქრალში ჩააგდებს. ნუთუ, რაღაც დიდი და წარმოუდგენელი სამყარო შეიძლება არსებობდეს მათი თოვლიანი სოფლის მიღმა...

ჯეკ რიჩერი 2: არასოდეს დაიხიო უკან / Jack Reacher 2: Never Go Back

ჯეკ რიჩერი ვირჯინიის ძველ სამხედრო ბაზაზე მიდის, რათა შეხვდეს ყოფილ კოლეგას, რომელიც დააკავეს. მას დაადანაშაულებენ და ის იძულებული იქნება, რომ გამოიყენოს ყველა თავისი გამოცდილება, რათა დაამარცხოს მოწინააღმდგეები.

სიყვარულის ქალღმერთი / Goddess of Love ქართულად

ვენერას მხოლოდ ერთი რამ სურს ცხოვრებისაგან: უყვარდეს და უყვარდეთ. იგი შეხვდება მამაკაცს, რომელიც მისი ცხოვრების სიყვარული გახდება, მაგრამ მამაკაცებთან მუდამ ერთი და იგივე პრობლემაა. ვერონიკას მარტოობა ძალიან უჭირს.

ჰენრი IV ნავარელი / Henri 4 ქართულად

მე-16 საუკუნის საფრანგეთში გაჩაღებული რელიგიური ომების შესაჩერებლად ნავარის მეფე ჰენრი III ცოლად ირთავს მარგარიტა ვალუას, რათა შეწყდეს კათოლიკური და პროტესტანტული პარტიების სისხლიანი ბრძოლა, თუმცა ეს მცდელობა კრახით სრულდება, რადგან ქორწინებიდან რამოდენიმე დღეში, კათოლიკები ვერაგულად ესხმიან თავს პარიზში შეკრებილ პროტესტანტებს და იწყებენ მათ მასობრივ ჟლეტას.

ქუჩის დღეები / Street Days ქართულად

ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას. კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის, 16 წლის ბიჭის ჩაშვებას ითხოვენ. თუ იგი დათანხმდება, პოლიციელები მას წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ. თუ უარს ეტყვის, მას 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება.

ექიმი „T“ და მისი ქალები / Dr. T & the Women ქართულად

ბედისწერა კეთილგანწყობილია თავის ფავორიტების მიმართ. ექიმი ტრევისი - ერთერთი მათგანია. წარმატებული, მდიდარი გინეკოლოგი, რომელმაც გასაოცარ წარმატებას მიაღწია ყველა მიმართულებაით. მუდმივმა ახლო ურთიერთობამ ქალებთან საერთოდ არ გაუფუჭა მას დამოკიდებულება მათდამი. პირიქით, ექიმი აღმერთებს თავის პაციენტებს. გარშემომყოფი ექიმი ქალები, საყვარელი ცოლი, მშვენიერი ქალიშვილი, მეგობრულად განწყობილი თანამშრომლები მისი ცხოვრების ნათელ მხარეს შეადგენენ. მაგრამ ერთხელაც ყველაფერი კარგი მთავრდება. ზეციური ძალები გადაწყვეტენ თავისი ფავორიტის გამოცდას. საყვარელი სამუშაო ძველებურად არ გამოსდის, ცოლი თითქოს შეცვალეს, შვილი ახალ-ახალ სიურპრიზებს ამზადებს, დამ კი მთელი სახლი გადაატრიალა. სრული ქაოსია...

ინდური საგა / Induri Saga ქართულად

ერთი შეხედვით, ახალგაზრდა და უბრალო გოგონა გოპის, დედა გარდაცვლილი ჰყავს და ტირანი ბიცოლას გარემოცვაში იზრდება, მისი შურიანი და განებივრებული, კოლეჯის სტუდენტი ბიძაშვილი - რაში, გოგონას ამცირებს და ცდილობს ის მოსამსახურედ გაიხადოს. გოპის ცხოვრებაში არანაირი ამბიცია არ გააჩნია. მას მხოლოდ ის სურს, რომ მოსიყვარულე ქმარი ჰყავდეს და ოჯახის კანონებს დაემორჩილოს... ქალბატონი კოკილა მდიდარი, თავისებურად ჭირვეული და ძლიერი ნების მქონე ქალია. ის მთავარ ძალაა ოჯახში. მისი ვაჟი აჰამი, დედის მორჩილია და მისი ბრძანებების შემსრულებელი...

მექანიკური ფორთოხალი / A Clockwork Orange (ქართულად)

დაუნდობელი მკვლელი,რომელმაც უამრავი მკვლელობა ჩაიდინა ციხეში მოხვდება.მას იქ \"ამუშავებენ\",რომ ძალადობისკენ აღარ ქონდეს მიდრეკილება.მაგრამ ყველაფერი ისე არაა ციხეში როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს...

კაცი რკინის გულით / The Man with the Iron Heart (HHHH) ქართულად

ფილმი მოგვითხრობს რეინჰარდ ჰეიდრიხის აღზევებაზე - ნაცისტური გერმანიის საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეზე. მისი ინიციატივა იყო საბოლოოდ "გადაეწყვიტათ" ებრაელების საკითხი. იგი ინგლისელების მიერ სპეციალურად მომზადებულმა ჩეხოსლოვაკიელმა დივერსანტებმა მოკლეს.

მოჩვენებების ქვეყანა / Ghostland ქართულად

ბეტი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, სადაც დიდი ხნის წინ მის ოჯახს საშინელი ტრაგედია შეემთხვა. სახლში მას დედა და და ელოდებიან. და მოჩვენებებზე გიჟება, რის შედეგადაც სახლში უცნაური მოვლენები ხდება.

როკ დოგი / Rock Dog ქართულად

ანიმაცია მოგვითხრობს ძაღლზე, რომელის მამაც უდიდესი მეომარია და ცდილობს შვილიც მისი ნაბიჯებით ატაროს, მაგრამ ერთ დღეს, ჩვენი ანიმაციის მთავარი გმირი გადწყვეტს მუსიკოსი გახდეს..

დიუკობიუს არდადეგები / Ducoboo 2: Crazy Vacation (Les vacances de Ducobu) ქართულად

ეშლილი ოჯახი გაემგზავრა დასასვენებლად სამხრეთ საფრანგეთში. მოზარდი ფრენკს ძალიან სცხვენია მისი ოჯახი მოურიდებელია ხალხთან და იგი ცდილობს მაქსიმალურად მეტი დრო გაატაროს შორს ოჯახისგან. იქ ის შეხვდება ლამაზ გოგონას, რომელსაც არანაკლებ შეშლილი ოჯახი ჰყავს…

მადაგასკარის პინგვინები სეზონი 1 / The Penguins of Madagascar Season 1 ქართულად

მადაგასკარის ახალ სერიაში ჩვენ გველის პინგვინების ახალი თავგადასავლები. ამჯერად არეულობა ზოოპარკში იწყება პოპკორნის გამო.\"მადაგასკარის პინგვინების\" სიუჟეტი აგებულია თვითგამოცხადცებული კომანდოელების ირგვლივ : კავალსკის, შკიპერის, რიკოს და რიგითის, რომლებიც ყოველდღიურ საიდუმლო ოპერაციებს ასრულებენ ნიუ–იორკის ზოოპარკის ტერიტორიაზე, ზოგჯერ კი მეტროში და მიწისქვეშა კომუნიკაციებში ჩადიან. და მაშინ, როდესაც რაზმი დაიწყებს ფიქრს, რომ ქალაქი მათ კონტროლ ქვეშაა, მათ ახალი მეზობელი გაუჩნდებათ – მეფე ჯულიანი...

სიზმრების მცველები / Rise of the Guardians ქართულად

ფილმი მოგვითხრობს სიზმრების მცველთა ჯუფზე, რომლებიც ერთიანდებიან ბოროტი სულის დასამარცხებლად, რომელიც ანადგურებს ყველაფერ ძვირადღირებულს და ფასეულს...

იქ, სადაც გულია / Where the Heart Is (ქართულად)

ფილმი მოგვითხრობს ნოვალ ნეიშნის პატარა გოგონას ისტორიას რომელიც 8 თვის ორსულია და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა...

მაჟორი სეზონი 3 / Мажор Сезон 3 ქართულად

სერიალის მთავარი გმირი იგორ სოკოლოვი შეძლებული ოჯახიდანაა, აქვს იურიდიული განათლება, მაგრამ ერთი დღეც არ უმუშავია, ასეთებს მაჟორებს ეძახიან.

ფეხშიშველი / Barefoot ქართულად

ეძლებული ოჯახის ვაჟი შეხვდება ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება მოწყვეტილი იყო საზოგადოებას. იგი წაიყვანს გულუბრყვილო გოგონას ძმის ქორწილში, რათა დაარწმუნოს თავისი ოჯახი, რომ მისი ცხოვრება საბოლოოდ დალაგდა.

სატყუარა მკვდრებისთვის / Dead Trigger ქართულად

მოვლენები ახლო მომავალში დედამიწაზე ვითარდება, სადაც მთელ პლანეტაზე საშინელი ვირუსი გავრცელდება, რომელიც ადამიანების უმეტესობას დაინფიცირებს. სპეციალისტები ვერ შეძლებენ სპეციალური წამლის შექმნას. ყველა, ვინც ვირუსით დაინფიცირდა ადამიანის სისხლის მსმელ ზომბებად გადაიქცნენ. გადარჩენილთაგან მოლოდ სამხედროები და მეცნიერები დარჩებიან, რომლებიც უსაფრთხო თავშესაფარში იმყოფებიან და კვლავ ცდილობენ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას. ხელმძღვანელობა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნის სპეციალურ ქვედანაყოფს, სადაც შერჩეულ იქნა საუკეთესო ჯარისკაცები და ინფიცირებულთა წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტები. საუკეთესო ჯარისკაცების გამოვლენის მიზნით, შეიქმნება ონლაინ ვიდეო თამაში “Dead Trigger”, რომელშიც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ რეალურ საბრძოლო პირობებში აიმაღლონ თავიანთი უნარები. ასეთი ახალგაზრდა ახალწვეულთა ჯგუფი კაპიტან კაილის მეთაურობით იგზავნება მისიაზე ინფექციის კერის ადგილას, რათა იპოვონ დაკარგული მეცნიერები…

კაცი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა / The Man Who Killed Don Quixote ქართულად

ტერი გილიამის სათავგადასავლო ფილმი, რომელიც 15 წელზე მეტი მზადების პროცესში იმყოფებოდა – მიგელ დე სერვანტესის ლეგენდარული შედევრის თანამედროვე სატირული ხედვა, რომელშიც მოვლენები თანამედროვე ლონდონელი მამაკაცის ტობი გროსინის გარშემო ვითარდება. ესპანეთში რეკლამის გადაღებებზე მომუშავე, მთავარი გმირი მოულოდნელად 21-ე საუკუნის ლონდონის და 17-ე საუკუნის ლა-მანჩის დროებს შორის წინ და უკან მოგზაურობს, სადაც იგი დონ კიხოტს თავის ერთგულ მსახურში სანჩო პანსასში აერევა…

Viewing all 3971 articles
Browse latest View live